Skip to content
Home » ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

ჩვენი ისტორია 2005 წელს იწყება, მაშინ როდესაც საქართველოში შეიქმნა Guns.ge, პირველი თემატური ფორუმი იარაღის შესახებ. ის მალევე გახდა იარაღის მოყვარულებისა და ზუსტი სროლის მიმდევრების თავშეყრის საყვარელი ადგილი. წევრების სწრაფ მატებასთან ერთად ფართოვდებოდა თვალსაწიერი და ინტერესთა სფეროები იზრდებოდა, თუმცა ყველაზე რთული, განვითარების გზაზე, საქართველოში არსებული საკანონდებლო ბაზა აღმოჩნდა, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო საბჭოთ კავშირიდან. რეგულაციები დროს უფრო და უფრო ჩამორჩებოდა და ფორუმის შინაარსის
გამდიდრებისთვის, მეტი აქტივობების დაგეგმვისთვის, გამოცდილების გაზიარების და ცოდნის გაღრმავებისთვის უფრო და უფრო დიდ და გადაულახავ ბარიერს ქმნიდა. საკანონმდებლო ბაზა დღემდე რჩება სასროლოსნო სპორტების მთავარ პრობლემად.

2016 წელს გადავწყვიტეთ ოფიციალური სახე მიგვეცა ჩვენი წამოწყებისთვის და დავაფუძნეთ ააიპ „საქართველოს მსროლელთა გაერთიანება“ რომლის ეგიდითაც რამოდენიმე წარმატებული შეჯიბრი ჩავატარეთ ქვეყნის მაშტაბით.

მზარდი დაინტერესების პირობებში, ჩვენმა აქტიურობამ და წარმატებულმა მოღვაწეობამ შედეგი გამოიღო და 2021 წლის 1 ივნისს გავხდით „საერთაშორისო პრეციზიული სროლის ფედერაციის“ წევრები და გაორმაგებული ძალისხმევით ვაგრძელებთ ქვეყანაში იარაღის ფლობის და გამოყენების კულტურის, უსაფრთხოების წესების, ზუსტი და პრაქტიკული სროლის სახეობების განვითარებაზე მუშაობას და მათ პოპულარიზაციას. ჩვენი მიზანია ამ დარგის კიდევ უფრო განვითარება, მაღალ დონეზე აყვანა და საქართველოს წარმოჩინება საერთაშორისო ასპარეზზე

წესდება

PRF Youtube Channel

PRF Facebook Page

Facebook Talk Group