Skip to content
Home » შეჯიბრება

შეჯიბრება

  • პირველი შეჯიბრი – 23.10.2016 (ლისი)
  • მეორე შეჯიბრი – 11.06.2017 (სოფელი დიღომი)
  • მესამე შეჯიბრი – 29.10.2017 (წყვილების შეჯიბრი)
  • მეოთხე შეჯიბრი – 17.10.2020 (სართიჭალა)

დაგეგმილი შეჯიბრების გრაფიკი


დივიზიონები
საქართველოში პრეციზიული სროლა იყოფა 4 დივიზიონად:

  1. თავისუფალი (Open) დივიზიონი
  2. კლასიკური დივიზიონი
  3. ნახევრად ავტომატურების დივიზიონი
  4. მცირეკალიბრიანი (Rimfire) დივიზიონი

დივიზიონში გამოსვლა შეუძლია ნებისმიერ სპორტსმენს რომლის შაშხანა აკმაყოფილებს დივიზიონისათვის მისაღებ პარამეტრებს:

  • თავისუფალი (Open) დივიზიონი
    • არ არის .30 (7.62მმ) კალიბრზე მსხვილი;
    • ტყვიის მაქსიმალური სიჩქარე 975 მეტრ წამს არ აღემატება;
    • ამ დივიზიონში გამოსვლა შესაძლებელია როგორც კლასიკური დივიზიონის შაშხანით, ისე ნახევრადავტომატური კარაბინით/შაშხანით
  • კლასიკური დივიზიონი
    • შაშხანის/კარაბინის კალიბრი არ უნდა აღემატებოდეს 7.62 მმ-ს (.30 კალ)
    • შაშხანის მჭიდი არ უნდა იყოს 5 ვაზნაზე მეტი ტევადობის;
    • სასხლეტის მოზიდვის ძალა არ უნდა იყოს 700 გრამზე ნაკლები
    • შაშხანის წონა მიმაგრებულ აქსესუარებთან ერთად არ უნდა აღემატებოდეს 6,345 კგ-ს
  • ნახევრად ავტომატურების დივიზიონი
    • ნახევრად ავტომატური შაშხანების დივიზიონში დაშვებულია ნებისმიერი ჩარჩოს მქონე ნახევრადავტომატური შაშხანები/კარაბინები
    • ნახევრად ავტომატური შაშხანების/კარბინების კალიბრი არ უდნა აღემატებოდეს 7.62 მმ-ს (.30 კალიბრს)
    • შაშხანიდან/კარაბინიდან გასროლილი ტყვიის საწყისი სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 975 მ/წ-ს
    • დაშვებულია დამატებითი მოწყობილობების დამაგრება (ბიპოდი, ტრიპოდი, დამატებითი წონის ბალანსირები.
    • ამ დივიზიონში დაშვებულია როგორც გამადიდებელი ფუნქციის მქონე ოპტიკური სამიზნეები ისე ფიქსირებულ-ზუმიანი ოპტიკური ხელსაწყოები,მათ შორის რეფლექტური, პრიზმული, ჰოლოგამული.
  • მცირეკალიბრიან (Rimfire) დივიზიონი
    • ამ დივიზიონში დაშვებულია ყველა კალიბრი რომელსაც გააჩნია წრიული მოქმედების (Rifire) ვაზნა (.22 LR, .22 WMR, .17 WSM, 17 HMR, .17WMR და სხვა)