Skip to content
Home » გაწევრიანება

გაწევრიანება

გაწევრიანების განაცხადის შევსება

„საქართველოს პრეციზიული სროლის ფედერაციის“ წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც იზიარებს და ეთანხმება ჩვენს მიზნებს, გეგმებს და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

  • წევრობის მსურველი უნდა იყოს სრულწლოვანი, სრულად ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის წევრად მიღების
    წინაპირობები განისაზღვრება მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილებით.
  • ფედერაციის წევრობის მსურველს საკუთრებაში უნდა ქონდეს შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული, სულ მცირე, ერთი ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა/გადატანის ნებართვა;
    ფედერაციის წევრობის მსურველი არ უნდა იყოს ნასამართლევი მძიმე და/ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მუხლებით;
  • ფედერაციის წევრობის მსურველი თავისი ქმედებით უნდა იცავდეს სექტორის ინტერესებს და კოლეგიალობის პრინციპებს.

ფედერაციის წევრი მართველის საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია გახდეს ნებისმიერი პირი, რომელიც არ/ვერ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, თუმცა ასეთი განაცხადენი განიხილება ინდივიდუალურად.

წევრობა ფასიანია და მისი ღირებულება წელიწადში შეადგენს 360 ლარს ამ თანხის გადახდა მსურველებს შეუძლიათ როგორც ყოველთვიურად, (30 ლარი) ისევე კვარტლურად (90 ლარი) ასევე წელიწადში 2 შენატანით (180 ლარი) ან წლიური შენატანის სახით (360 ლარი) შემდეგ შესაბამის ანგარიშზე.


ფედერაციის წევრს შეუძლია:

  • აირჩიოს და/ან თითონ არჩეულ იქნას ფედერაციის მართვის ორგანოებში. მიიღოს მონაწილეობა ფედერაციის საერთო კრების მუშაობაში,გადაწყვეტილებების მიღებაში.
  • მონაწილეობდეს ფედერაციის სხვადასხვა ღონისძიებებში, პროგრამებსა და პროექტებში, მათ შემუშავებასა და განხილვაში.
  • წევრები ფედერაციისგან მიიღებენ სპორტსმენის სტატუსს და შეჯიბრებში მათ მიერ მოგროვებული ქულების მიხედვით გადანაწილდებიან საერთო
  • რეიტინგებში, რომელიც განსაზღვრავს საერთო პრეციზიული მსროლელების რეიტინგს ქვეყანაში და რომელიც იქნება მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო შეჯიბრებში მსროლელების გაგზავნის.
  • საერთო შეჯიბრების ორგანიზებასა და დაგემვაში;
  • გამოიყენონ ფედერაციის აქტივები და ინვენტარი;
  • წევრებს შეეძლებათ უფასოდ ან მნიშვნელობანი ფასდაკლებით მონაწილეობა მიიღონ ფედერაციის მიერ ჩატარებულ შეჯიბრებში.
  • ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ კონსულტაცია და რჩევები იარაღის, ოპტიკური სამიზნის, სხვადასხვა აქსესუარებისა და დამხმარე კომპონენტების შერჩევაში, ინსტალაციაში მორგება/გადაკეთებაში და სხვა.
  • მიიღონ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილება სხვა წევრებთან ერთად.
  • მხოლოდ ფედერაციის წევრები მონაწილეობენ საერთო სარეიტინგო სისტემაში.

წლის ბოლოს გამოვლინდებიან გამარჯვებულები საერთო ჩათვლის მიხედვით. ამ რეიტინგებზე დაყრდნობით გადანაწილდება საერთაშორისო შეჯიბრებზე გამომსვლელ სპორტსმენთა სია.

გაწევრიანების განაცხადის შევსება

SMS დაგზავნის სიაში დამატება

SMS დაგზავნის სიიდან ამოშლა