ჩვენი ისტორია 2005 წელს იწყება, მაშინ როდესაც საქართველოში შეიქმნა guns.ge, პირველი თემატური ფორუმი იარაღის შესახებ. ის მალევე გახდა იარაღის მოყვარულებისა და ზუსტი სროლის მიმდევრების თავშეყრის საყვარელი ადგილი. 2016 წელს ოფიციალურად დაფუძნდა ააიპ „საქართველოს მსროლელთა გაერთიანება“ რომლის ეგიდითაც რამოდენიმე წარმატებული შეჯიბრი ჩავატარეთ ქვეყნის მასშტაბით. მზარდი დაინტერესების პირობებში, ჩვენმა აქტიურობამ და წარმატებულმა მოღვაწეობამ შედეგი გამოიღო და 2021 წლის 1 ივნისს გავხდით „საერთაშორისო პრეციზიული სროლის ფედერაციის“ წევრები და გაორმაგებული ძალისხმევით ვაგრძელებთ ქვეყანაში იარაღის ფლობის და გამოყენების კულტურის, უსაფრთხოების წესების, ზუსტი და პრაქტიკული სროლის სახეობების განვითარებაზე მუშაობას და მათ პოპულარიზაციას. ჩვენი მიზანია ამ დარგის კიდევ უფრო განვითარება, მაღალ დონეზე აყვანა და საქართველოს წარმოჩენა საერთაშორისო ასპარეზზე.
მაქსიმალური კალიბრი - .30
ტყვიის მაქსიმალური საწყისის სიჩქარე - 980 მ/წ-ში
მაქსიმალური კალიბრი - .30
მჭიდის ტევადობა მაქს. 7 ტყვია
სასხლეტის წონა - მინ. 700 გრამი
შაშხანის მაქს. წონა - 6,3 კგ (აქსესუარების ჩათვლით)
მაქსიმალური კალიბრი - .30
ნახევრად ავტომატური სისტემა - შეზღუდვის გარეშე
ტყვიის მაქსიმალური საწყისის სიჩქარე - 980 მ/წ-ში
სამიზნე ხელსაწყო - შეზღუდვის გარეშე
ნებისმიერი სისტემის შაშხანა წრიული მოქმედების (Rifire) ვაზნაზე
(.22 LR, .22 WMR, .17 WSM, 17 HMR, .17WMR და სხვა)