ჩვენ შესახებ


1

ჩვენი ისტორია 2005 წელს იწყება, მაშინ როდესაც საქართველოში შეიქმნა guns.ge, პირველი თემატური ფორუმი იარაღის შესახებ. ის მალევე გახდა იარაღის მოყვარულებისა და ზუსტი სროლის მიმდევრების თავშეყრის საყვარელი ადგილი. 2016 წელს ოფიციალურად დაფუძნდა ააიპ „საქართველოს მსროლელთა გაერთიანება“ რომლის ეგიდითაც რამოდენიმე წარმატებული შეჯიბრი ჩავატარეთ ქვეყნის მასშტაბით. მზარდი დაინტერესების პირობებში, ჩვენმა აქტიურობამ და წარმატებულმა მოღვაწეობამ შედეგი გამოიღო და 2021 წლის 1 ივნისს გავხდით „საერთაშორისო პრეციზიული სროლის ფედერაციის“ წევრები და გაორმაგებული ძალისხმევით ვაგრძელებთ ქვეყანაში იარაღის ფლობის და გამოყენების კულტურის, უსაფრთხოების წესების, ზუსტი და პრაქტიკული სროლის სახეობების განვითარებაზე მუშაობას და მათ პოპულარიზაციას. ჩვენი მიზანია ამ დარგის კიდევ უფრო განვითარება, მაღალ დონეზე აყვანა და საქართველოს წარმოჩენა საერთაშორისო ასპარეზზე.

დოკუმენტები


სიახლეები


1

02 ივლისი, 2023

July Fever 2023

2 ივლისს პრეციზიული სროლის ფედერაციის ინიციატივით მორიგი ტურნირი July Fever ჩატარდა. ... შემდეგი ერთი წლის განმავლობაში დაგროვილი ქულებით დაკომპლექტდება საქართველოს ნაკრები, რომელიც აშშ-ში 2024 წელს დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება.

1

02 მარტი, 2023

მემორანდუმი

საქართვლოს პრეციზიული სროლის ფედერაციასა და თავდაცვის სამინისტროს შორის ... ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ეროვნულ გვარდიაში გამართულ ღონისძიებაზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტებს ხელი ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ და პრეციზიული სროლის ფედერაციის პრეზიდენტმა, ოთარ კიშინსკიმ მოაწერეს. მემორანდუმი თავდაცვის სფეროში სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობასა და ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად, ასევე ერთობლივი ღონისძიებებისა და სწავლებების ჩატარებას ითვალისწინებს.

1

15 მარტი, 2023

Eh-Hall Steel Challenge 2023

"EX-Hall Steel Challenge" - პრეციზიული სროლის ჩემპიონატი დასრულდა.
... ტურნირი ორ Open (ბოლტიანი შაშხანები) და Gasgun (ნახევრადავტომატური) დივიზიონებში ჩატარდა.
2023 წლის ტურნირში სულ 37 მონაწილე ასპარეზობდა.
წლის პირველი ჩემპიონატი გამორჩეული იყო იმით, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის შემდეგ, ღონისძიება პირველად ჩატარდა ვაზიანის სამხედრო სასროლეთზე. ეს დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში პირველი პრეცედენტია, როცა სამოქალაქო სროლის ტურნირი ოფიციალურად გაიმართა სამხედრო სასროლეთზე. რისთვისაც ორგანიზაცია მადლობას უხდის ეროვნული გვარდიის და მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ხელმძღვანელობას და ყველა იმ პირს, რომელიც აღნიშნულ პროცესში იყო ჩართული.
"EX-Hall Steel Challenge"-ს სპონსორები იყვნენ:
Dazga / დაზგა
APACHE Gun Shop
Hunters Are Us

1

06 დეკემბერი, 2022

შემოდგომის სერია 2022

შემოდგომის სერია 2022  მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ პირველი   ... საკვალიფიკაციო ტურნირი იყო, რომელიც საქართველოს პრეციზიული სროლის ფედერაციამ ჩაატარა. ტურნირი სამ კატეგორიაში: თავისუფალ, ლიმიტირებულ და ნახევრადავტომატურ დივიზიონებად ჩატარდა. მონაწილეებმა საერთო ჯამში ექვსი სხვადასხვა პოზიციიდან ისროლეს. დისტანციები 250-დან 900 მეტრამდე მერყეობდა. განსხვავებულ დისტანციებზე ისროდა ნახევრადავტომატური დივიზიონის მონაწილეები. საბოლოოდ ქულათა მაქსიმუმით
Open -თავისუფალი
1.ზურაბ დოლენჯაშვილი
2.ბექა წიკლაური
3.გიგა მრელაშვილი
Limited - ლიმიტირებული
1.გიორგი წეროძე
2.გიორგი კობახიძე
3.გურამ დათებაშვილი
Gas Gun - ნახევრადავტომატური
1.არჩილ ჩიქოვანი
2.მიხა თამასიძე
3.ოთარ ალაშვილი
შემოდგომის სერია 2022-ის უსაფრთხოდ ჩატარებაში უდიდესი როლი ჰქონდათ მსაჯებს და სპოტერებს, რომელთა უშუალო მონაწილეობითაც ხდებოდა თითეული გასროლის აღწერა და ტურნირის საბოლოო შედეგების შეჯამება. ორგანიზაცია შემდეგ წელს კიდევ რამდენიმე საკვალიფიკაციო ტურნირის ჩატარებას გეგმავს. აღნიშნულ ტურნირებზე მიღებული ქულებით დაკომპლექტება საქართველოს ეროვნული გუნდი, რომელიც 2024 წელს მსოფლიოს რიგით მეორე პრეციზიულ ჩემპიონატზე, სამხრეთ აფრიკაში იასპარეზებს.

1

23 ივლისი, 2022

ლადო ჭინჭარაული

საქართველოს პრეციზიული სროლის ნაკრები აგრძელებს მზადებას მსოფლიო ... ჩემპიონატისთვის.შეკრების პარალელურად, მსროლელებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა, რომელიც არაერთი საერთაშორისო ტურნირის და პარაოლიმპიადის მონაწილეა. სამოქალაქო და სამხედრო მსროლელებით დაკომპლექტებული საქართველოს პრეციზიული სროლის ნაკრები, 6-12 აგვისტოს საფრანგეთში,ბიჩეში დაგეგმილ პირველ მსოფლიოს პრეციზიულ ჩემპიონატზე იასპარეზებს.

1

05 ივნისი, 2022

მსოფლიო ჩემპიონატი

მსოფლიოს პირველ ჩემპიონატს პრეციზიულ სროლაში  საფრანგეთი ... უმასპინძლებს. ჩემპიონატი ექვსიდან თორმეტი აგვისტოს ჩათვლით ქალაქ ბიჩეში,სამხედრო ბანაკის ტერიტორიაზე ჩატარდება. საქართველოს ნაკრების წევრები ამ დროისთვის აგრძელებენ მზადებას მსოფლიო ჩემპიონატისთვის.

1

10 მაისი, 2022

გაზაფხულის სერია 2022

მიუხედავად რთული მეტეოროლოგიური პირობებისა, წარმატებით ... ჩატარდა 8 მაისს შეჯიბრი პრეციზიული სროლაში "გაზაფხული სერია 2022"
I ბექა წიკლაური
II ირაკლი ვეშაპიძე
III დავით ზანგალაძე
მადლობა მონაწილეებსა და გულშემატკივრებს

1

09 აპრილი, 2022

სემინარი

GEPRF პერიოდულად ატარებს თემატურ სემინარებსა და მასტერკლასებს, ... თავისი წევრებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
იხილეთ ვიდეო

1

18 დეკემბერი, 2021

ზამთრის სერია 2021

"ზამთრის სერიით" საქართველოს პრეციზიული სროლის ფედერაციამ 2021 ... წელი დაასრულა.შვიდი ეტაპის შემდეგ გამოვლინდა ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი მსროლელები:
I გიგა მრელაშვილი
II ბექა წიკლაური
III ირაკლი ვეშაპიძე
მეშვიდე ეტაპზე გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებით სნაიპერული დუელი დაინიშნა, რომლიც გიორგი გელაშვილის გამარჯვებით დასრულდა.

1

17 ოქტომბერი, 2021

შემოდგომის სერია 2021

დასრულდა პრეციზიული სროლის  ფედერაციის მიერ ორგანიზებული ტურნირი ... შემოდგომის სერია 2021". მონაწილეობას 16 მსროლელი იღებდა. შვიდ ეტაპიანი სროლების შემდეგ გამოვლინდნენ ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორები:
I ირაკლი ვეშაპიძე
II ზურაბ დოლენჯაშვილი
III გიგა მრელაშვილი
საქართველოს პრეციზიული სროლის ფედერაცია მადლობას უხდის ტურნირის მსაჯებს და მონაწილეებს,

1

17 ოქტომბერი, 2020

სნაიპინგი 2020

მეოთხე შეჯიბრი სართიჭალაში ჩატარდა. ერთ-ერთი პირველი მასშტაბური ... ტურნირი სხვადასხვა პოზიციიდან სროლაში.

1

29 ოქტომბერი, 2017

წყვილების შეჯიბრი

2017 წლის 29 ოქტომბერს, შედგა პირველი წყვილთა შეჯიბრი სნაიპინგში. ... ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: დავით ჭინჭარაული და გიგი ბრეგაძე.

1

11 ივნისი, 2017

პირველი PRS ტურნირი

საქართველოში პირველად 2017 წლის 26 ივნისს, სოფელ დიღმის მიმდებარედ, ... გაიმართა შეჯიბრი, ლითონის სამიზნეებზე (გონგებზე) სროლაში. შეჯიბრის გამარჯვებული გახდა თეიმურაზ ადომლიშვილი.

1

26 ოქტომბერი, 2016

პირველი შეჯიბრი

საქართველოს პრეციზიული სროლის ფედერაციის პირველი ტურნირი. ჩვენს ... ორგანიზაციას ამ დროს ჯერ კიდევ "საქართველოს მსროლელთა გაერთიანების" სახელით იცნობდნენ. ტურნირი ორ კატეგორიაში ჩატარდა. A კლასში გამარჯვებულები ჯამური ქულებით გამოვლინდნენ, ხოლო B კლასში გადამწყეტი მნიშვნელობა პრეციზიულ სროლას, ანუ ჯგუფის სიმჭიდროვეს ჰქონდა ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ:
A კლასი
300 მეტრი - ნიკო ჯავახიშვილი
359 მეტრი - გიგი ბრეგაძე
500 მეტრი - დათო ჭინჭარაული
641 მეტრი - ნიკო ჯავახიშვილი
B კლასი
100- მეტრი გიგი ბრეგაძე
300 მეტრი ნიკო ჯავახიშვილი
359 მეტრი დათო მეშველიშვილი
500 მეტრი დათო მეშველიშვილი
641 მეტრი დათო მეშველიშვილი

მსოფლიო ჩემპიონატი


1

2022 წლის 6-12 აგვისტოს, საფრანგეთში, ქალაქ ბიჩეში, მე16-ე ბატალიონის სამხედრო ბაზაზე ჩატარდა საერთაშორისო პრეციზიული ფედერაციის ეგიდით ორგანიზებული პირველი მსოფლიო ჩემპიონატი. ამ ტურნირზე საქართველო წარადგინა 11 სპორტსმენმა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულის საკვალიფიკაციო მატჩებში ნაჩვენები შედეგების მიხედვით გამოვლინდნენ. მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა 7 სხვადასხვა დივიზიონში თუმცა საქართველოს ნაკრებს გუნდი მხოლოდ 2 დივიზონში ყავდა დაკომპლექტებული. ეს ტურნირი ქართველი სპორტცმენებისთვის პირველი საერთაშორისო ასპარეზობა იყო და ფასდაუდებელი გამოცდილების მიღებასთან ერთად ზოგიერთმა მსროლელმა ინდივიდუალურად დამაკმაყოფილებელი შედეგები აჩვენა. შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატი 2024 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატ კოლორადოში გაიმართება და საქართველოს პრეციზიული სროლის ფედერაცია ემზადება ამ ღონისძიებისთვის. ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს საკვალიფიკაციო შეჯიბრები და ამ ტურნირებზე დაგროვილი ქულებით გამოვლინდებიან საქართველოს ნაკრების წევრები.

დივიზიონები

თავისუფალი
(Open)

Girl in a jacket

მაქსიმალური კალიბრი - .30
ტყვიის მაქსიმალური საწყისის სიჩქარე - 980 მ/წ-ში

ლიმიტირებული
(Limited)

Girl in a jacket

მაქსიმალური კალიბრი - .30
მჭიდის ტევადობა მაქს. 7 ტყვია
სასხლეტის წონა - მინ. 700 გრამი
შაშხანის მაქს. წონა - 6,3 კგ (აქსესუარების ჩათვლით)

ნახევრად ავტომატური
(Gas Gun)

Girl in a jacket

მაქსიმალური კალიბრი - .30
ნახევრად ავტომატური სისტემა - შეზღუდვის გარეშე
ტყვიის მაქსიმალური საწყისის სიჩქარე - 980 მ/წ-ში
სამიზნე ხელსაწყო - შეზღუდვის გარეშე

მცირეკალიბრიანი
(Rimfire)

Girl in a jacket

ნებისმიერი სისტემის შაშხანა წრიული მოქმედების (Rimfire) ვაზნაზე
(.22 LR, .22 WMR, .17 WSM, 17 HMR, .17WMR და სხვა)

მმართველი საბჭო


Image

ოთარ კიშინსკი

თავმჯდომარე
დამფუძნებელი

Image

ფრიდონ ბეროშვილი

დამფუძნებელი
მმართველი საბჭოს წევრი

Image

გიორგი მრელაშვილი

დამფუძნებელი
მმართველი საბჭოს წევრი

Image

დავით მეშველიშვილი

დამფუძნებელი
მმართველი საბჭოს წევრი

Image

ლადო ჭინჭარაული

მმართველი საბჭოს წევრი

Image

გიორგი წეროძე

მმართველი საბჭოს წევრი

Image

დავით ტეტუნაშვილი

მმართველი საბჭოს წევრი

პარტნიორები

Image
Image

კონტაქტი