⚔ 2025 წლის 3 მაისი, კავთისხევი
დასრულდა 2025 წლის პირველი ეროვნული ჩემპიონატი პრეციზიულ სროლაში.
ტურნირი ჩატარდა Open, Limited და Gasgun დივიზიონებში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე რთული გამოწვევა ქართული პრეციზიული სროლის ისტორიაში.
ტურნირი 10 საფეხურისგან შედგებოდა, თითოეულ საფეხურზე მსროლელებს 10 ვაზნით უნდა დაეზიანებინათ სამიზნე. გარდა სამიზნეების მცირე ზომებისა, სირთულეს დამატებით ქმნიდა
შეჯიბრის მიმდინარეობისას მუდმივად ცვალებადი ქარის მიმართულება და სიჩქარე. მიუხედავად დაბალი შედეგებისა, საბოლოოდ შეჯიბრმა დადებითი გამოხმაურება ჰპოვა მონაწილეებს შორის.
პრიზიორები დივიზიონების მიხედვით გადანაწილდნენ შემდეგნაირად:
Open:
1. ოთარ კიშინსკი
2. ზურაბ დოლენჯაშვილი
3. გიგა მრელაშვილი
Limited:
1. ლევან გულიკაშვილი
2. თემურ ადომლიშვილი
3. გუგა დათებაშვილი
Gasgun:
1. ალექსანდრე გოდერძიშვილი
2. ალექსი ბარამიძე
3. მიხა თამასიძე